ჰარცელი-დიალოგის გაგრძელებაზე მიღებულ შეთანხმება გვიჩვენებს, რომ პროცესი სერიოზულია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ დღეს ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის გამართული დიალოგი იყო ძალიან სასარგებლო ბოლო კვირების განმავლობაში არსებული პოლარიზაციის და ნდობის ნაპრალის აღმოსაფხვრელად.

ჰარცელმა ეს შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომელაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

“როგორც ვიცით, ევროკავშირის პოზიცია იყო ძალიან ცხადი სერიოზული დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით, რათა შევსებული ყოფილიყო ის ნაპრალი, რომელიც არსებობს ნდობასთან და პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ბოლო 2 კვირაა, ვხედავთ.

დღევანდელი ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან სასარგებლო და პატივისაცემი დისკუსია ორ მხარეს შორის.

რისი მიღწევაც მოვახერხეთ, იყო საფუძვლებზე მუშაობა, რისი იმედიც მე მქონდა – შესაძლებლობების მოძიება, არსის უკეთ გაგება და, იმედია, სამომავლოდ სხვა კარების გახსნაც. ამ დიალოგის წარმართვის შესახებ იქნება სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ დეტალებზე არ ვისაუბრებ. გამოვხატავ კმაყოფილებას, რომ დიალოგი შედგა. ვფიქრობ, დიალოგის გაგრძელების შესახებ მიღებულ შეთანხმება გვიჩვენებს, რომ პროცესი სერიოზულია”, – თქვა კარლ ჰარცელმა.

შეხვედრა, რომელიც სასტუმრო ბილტმორში დილის 10 საათზე დაიწყო, თითქმის 6 საათს გაგრძელდა.

შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის წევრებმა თქვეს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და გერმანული მოდელი კვლავ არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით კი, ისინი გააგრძელებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას როგორც შეხვედრებზე, ისე პროტესტით მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ და ქართულ ოცნებას არ აიძულებენ, შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიუსუფაშვილი-შეთავაზება, ეს მოდელი საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგვეგზავნა, ოცნებამ უარყო
შემდეგი სტატიაელიზაბეთ რუდი – დიალოგი შედგა, შევთანხმდით, რომ დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება