უსუფაშვილი ოთხეულზე – დარბაზში ერთი რიგიდან მეორეში რომ გადასხდნენ, სადმე წასულები არიან?!

ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი და მაჭარაშვილი დღესაც „ქართული ოცნების” სახელით ლაპარაკობენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ უმრავლესობის სხდომას “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები ესწრებოდნენ.

მისი თქმით, ის ვერავის ხედავს წასულს.

„დარბაზში ერთი რიგიდან მეორეში რომ გადასხდნენ, სადმე წასულები არიან?! არსად წასულები არ არიან, ისინი ლაპარაკობენ “ოცნების” სახელით დღესაც,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის რეჟიმი წლების განმავლობაში მოქალაქეებს სხვადასხვა დოზით ჯიბიდან აცლის ფულს – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიარუსეთმა ხარკოვი დაბომბა – არის მსხვერპლი