უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის დრო ჯერ დაზუსტებული არ არის

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, დრო დაზუსტებული არ არის, თუმცა სხდომა უახლოეს ხანში იქნება მოწვეული.

„ივლისის დასაწყისში არის ნატო-ს სამიტი ვარშავაში, სადაც საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. უშიშროების საბჭო სწორედ ის ფორმატია, სადაც უნდა იყოს ამ საკითხზე მსჯელობა. აგრეთვე, ვისმჯელებთ რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, იმ საშინელ მკვლელობაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ სოფელ ხურჩაში მოხდა“,-აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიძველი იპოდრომის ტერიტორიაზე სახალხო ზეიმი იმართება
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების სოფლებში იმყოფებოდა