“უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ექს-მრჩეველმა თავის ქვეყანას უღალატა”

ვაშინგტონის სასამართლომ უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ექს-მრჩეველთან, გენერალ-ლეიტენანტ მაიკლ ფლინთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანა გადადო – გადაწყვეტილება ფედერალურმა მოსამართლემ ემეტ სალივენმა სამშაბათს, 18 დეკემბერს გამოიტანა.
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ საკუთარ ქვეყანას უღალატეთ” – მიმართა მოსამართლემ ფლინს – “არ დავმალავ ჩემს აუტანლობას და სიძულვილს ამ დანაშაულებრივი ქმედების მიმართ” – დაამატა მოსამართლემ. მისი განცხადებით, ის მზად არის განაჩენი გამოიტანოს, მაგრამ ამას მოგვიანებით გააკეთებს, რომ ფლინს გამოძიებასთან თანამშრომლობის შანსი მისცეს – “დოიჩე ველე” წერს.
გარდა ამისა, სალივენმა აღნიშნა, რომ ფლინი მოქმედებდა, როგორც თურქეთის ინტერესების ლობისტი აშშ-ში იმ დროს, როცა ის თეთრ სახლში უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტის პრეტენდენტი იყო.

მოსამართლეს ახალი სხდომის დრო არ დაუსახელებია და სპეცპროკურორ რობერტ მიულერს და ფლინის ადვოკატს დაავალა, რომ მოვლენების საქმის კურსში ამყოფონ.
პროცესის დროს სპეცპროკურორმა მიულერმა მოსამართლეს მიმართა ფლინს თავისუფლების აღკვეთა არ მიუსაჯოს, რადგანაც მან რუსეთის მიერ არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით “მნიშვნელოვანი მხარდაჭერა” გამოავლინა.
2017 წლის დეკემბერში ფლინმა ოფიციალურად აღიარა, რომ მან გამოძიებას გარკვეული დეტალები დაუმალა. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ ფლინმა რუს დიპლომატ სერგეი კისლიაკთან ნაცნობობა არ გაამხილა, რომელიც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისას შტატებში რუსეთის ელჩად მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბანკმა უკრაინას 750 მილიონი დოლარი გამოუყო
შემდეგი სტატიაარჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება დროულად უნდა დაიწყოს – “სამართლიანი არჩევნები” პროკურატურისგან გამოძიების შედეგების გასაჯაროებას ითხოვს