“უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ” – კირკიტაძის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ

გათავისუფლების შემდეგ დავით კირკიტაძე პირველ კომენტარს აკეთებს. ის მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ უსამართლობას არავინ არ უნდა შეეგუოს.

დავით კირკიტაძემ 2018 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონოდ აღკვეთა მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება, ის წუხს, რომ მასსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა.

„გნებავთ ავტობუსი დაგიყენოთ წინ, გნებავთ ეროვნულ ბანკი და გნებავთ ეკონომიკის სამინისტრო, უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ, რაც შეხება იმ კონკრეტულ ინციდენტს, რომელიც 16 დეკემბერს მოხდა, ჩემი მოქმედება იყო ერთადერთი მიზნისკენ, რათა გამეთავისუფლებინა გზა მომიტინგეებისთვის, რათა თელავში ჩასულიყო ხალხი, რომელიც მიდიოდა უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად, მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ ეს მოქმედება უკანონოდ აღკვეთა კონსტიტუციური უფლება, გადაადგილების უფლება, მაინც გულწრფელად ადამიანურად ძალიან ვწუხდი, რომ დაპირისპირება მოხდა ჩემსა და პოლიციელს შორის იმიტომ, რომ პოლიციელის პრესტიჟზე ჩვენ ძალიან ვზრუნავთ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომელიც პოლიციას აყენებენ იმ მდგომარეობაში, რომ საზოგადოებასთან დაპირისპირებაში შევიდნენ,“ – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

banner
წინა სტატიაში“თუ რამის თავი ჰქონდა დაერეგულირებინა…” – ბახტაძე სააკაშვილზე
შემდეგი სტატია“თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს