“თუ რამის თავი ჰქონდა დაერეგულირებინა…” – ბახტაძე სააკაშვილზე

region
: region მაისი 31, 2019 16:19

“თუ რამის თავი ჰქონდა დაერეგულირებინა…” – ბახტაძე სააკაშვილზე

ადამიანს, რომელიც ახსენეთ, ძალიან დიდი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ თუ რამის თავი ჰქონდა, ეს საკითხი დაერეგულირებინა ისე, როგორც საჭიროა – ასე უპასუხა პრემიერმა ბახტაძემ სალომე სამადაშვილის კითხვას დავით გარეჯთან დაკავშირებით.

სამადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე ისაუბრა. სააკაშვილის განცხადებით, ის მზად არის, გარეჯის საკითხზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

მამუკა ბახტაძის თქმით, დავით გარეჯის თემა ყველასთვის ძალიან ფაქიზი საკითხია და თუ ვინმეს აქვს სურვილი, ისარგებლოს სიტუაციით, ეს არის ოკუპანტი ქვეყანა.

„აქვე მაქვს კითხვა, იმ პარტიებთან, რომლებიც დასავლეთზე ორიენტირებულად პოზიციონირებენ და რეალურად არ არიან, თქვენმა არსებულმა თუ ყოფილმა პოლიტიკურმა ლიდერმა განცხადება გააკეთა, რომ ევროპას აქვს კოლონიალური პოლიტიკა. თუ თქვენ გულწრფელად გაქვთ ევროპული მისწრაფებები, კეთილი ინებეთ, გამოდით და გააკეთეთ შესაბამისი განცხადებები. სწორედ ეს არის რუსული ნარატივი და არა ის, რაც ხდება”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

region
: region მაისი 31, 2019 16:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics