USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი – არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია იცავენ და წარმოადგენენ ინტერესებს, რომ ქვეყანა წავიდეს დემოკრატიისკენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც მედია, იცავენ და წარმოადგენენ ინტერესებს, რომ ქვეყანა წავიდეს დემოკრატიისკენ და სწორედ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ პასუხისმგებლობას, რომლის ფარგლებშიც იცავენ ადამიანის უფლებებს, – ამის შესახებ USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა განაცხადა.

როგორც ჯონ პენელმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, ეს კარგი პრეცედენტი არ არის.

„ვფიქრობ, ეს იქნება ცუდი პრეცედენტი საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვის ევროატლანტიკური დაცვის გზაზე. ის ეწინააღმდეგება დასავლურზე ორიენტირებული დემოკრატიის სტანდარტებს. სამოქალაქო საზოგადოება და მედია საქართველოში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და სამოქალაქო საზოგადოებაც და მედიაც, მსოფლიო დემოკრატიის მნიშვნელოვანი საყრდენია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს ინტერესთა მთელ რიგს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები წარმოადგენენ შშმ პირებს, ისინი იცავენ ბავშვებს ძალადობისგან, ქალებს ოჯახში ძალადობისგან, ხელს უწყობენ უკეთესი ჯანმრთელობის დაცვას, ხელს უწყობენ ეკონომიკურ განვითარებას ფერმერთა ასოციაციებისა და ბიზნეს ასოციაციების მეშვეობით, ხელს უწყობენ ახალგაზრდების ჩართულობას. ასე რომ, ეს კანონი რომ მიღებულ იქნას, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც ბევრი ქართველი ეყრდნობა მომსახურების კუთხით“, – განაცხადა პენელმა.

banner
წინა სტატიაშიროგორ უსწორდებიან ოკუპირებულ გაგრაში ძალოვანები მოქალაქეებს
შემდეგი სტატიაბელგოროდში ჩამოვარდნილი რუსული СУ-25-ის პილოტი გარდაიცვალა