ბურჭულაძე – აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი არის მესიჯი, რომ ერთმანეთის გვერდით ვართ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობას და მის მნიშვნელობას.

„აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას და ჩვენს მნიშვნელობას. ეს არის გამოძახილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ატარებს ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. მეორე, ეს არ არის გზავნილი მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის, რეგიონული მესიჯია, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ერთმანეთის გვერდით ვართ როგორც ავღანეთში, ასევე ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიკიევში სააკაშვილის მხარდამჭერები საქართველოს საელჩოსთან აქციას აწყობენ
შემდეგი სტატიაპროკურორი მიხეილ სადრაძე არ გამორიცხავს, რომ დავით გარეჯის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხოს