უკრაინის ელჩი ისრაელში, ისრაელის ხელისუფლებას უზენაეს სასამართლოში უჩივის

უპრეცედენტო გადაწყვეტილება – უკრაინის ელჩი ისრაელში ევგენი კორნიჩუკი, ისრაელის ხელისუფლებას ისრაელის უზენაეს სასამართლოში უჩივის. მიზეზი ისრაელის მთავრობისა და კონკრეტულად შს მინისტრის, აიელეთ შაკედის პოზიცია გახდა ლტოლვილების მიღების საკითხთან დაკავშირებით.

“ასეა, ყველგან ვამბობ, რომ ისრაელმა სირაქლემას პოზიცია აირჩია, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, ასევე იარაღის მიწოდებაზე. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ლტოლვილების მიღებაზე უარის თქმა.

გადაურჩა ბაბი იარს, ჰოლოკოსტის ყველა საშინელებას, მეჩვენება, რომ ისრაელ ხალხს უნდა ჰქონდეს სიბრძნე, რათა დაინახოს ნამდვილი ფაშიზმი რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ.

იმედი მაქვს, ისრაელის ხალხი თავისი დემონსტრაციებით, ქუჩის მარშებით და პოლიტიკოსებზე ზეწოლით შეძლებს შეცვალოს ისრაელის მთავრობის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით.” ამბობს უკრაინის ელჩი.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაური პრეზიდენტზე: როგორც ჩანს, ის პირდაპირ თუ ირიბად მოექცა „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის ქვეშ
შემდეგი სტატიაინჯია: ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის