“უმრავლესობის სხდომაზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორი განვითარება ექნება საარჩევნო სისტემის შესახებ უმრავლესობის წევრების ინიციატივებს”

უმრავლესობის სხდომაზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორი განვითარება ექნება საარჩევნო სისტემის შესახებ უმრავლესობის წევრების ინიციატივებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„როგორც დეპუტატი, ვაფიქსირებ აბსოლუტურ წინააღმდეგობას, მაგრამ როგორც უმრავლესობის ლიდერს, გულწრფელად გეტყვით, მქონდა ინფორმაცია და მოლოდინი, რომ ორშაბათამდე ბიუროზე არ მოხვდებოდა ეს საკითხი. მაგრამ რადგან დღეს გამოვიდა, ვფიქრობ, ჩვენ უახლოეს მომავალში და თქვენ უკვე იცით, გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ და რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეთ, რადგან თუ მსგავს ინიციატივებს, წმინდა ფორმალური თვალსაზრისით არ ექნება თანხმობა, შემდეგ განვითარება როგორი ექნება, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ჩემი აზრით, ეს იქნება კამათის საგანი და კი ბატონო, ვიკამათოთ, თუმცა ვიდრე ეს გაგრძელდება, ბატონო გურამ, ფორმალური ხასიათი ექნება ყველაფერს, მანამდე გარკვეულ საკითხებზე უმრავლესობის შიგნით უნდა ვიმსჯელოთ და ეს უნდა გავაკეთოთ უახლოეს მომავალში უმრავლესობის სხდომაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“მაჟორიტარულ სისტემას აქვს უპირატესობები, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო სუვერენიტეტს”
შემდეგი სტატიაელიზაბეთ რუდი – აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით