“მაჟორიტარულ სისტემას აქვს უპირატესობები, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო სუვერენიტეტს”

ქართული ოცნების მაჟორიტარი-დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს, მაჟორიტარულ სისტემას კი ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე აქვს.

“საერთაშორისო გამოცდილებისა და შიდასახელმწიფოებრივი გამოწვევების ფონზე, გამოიკვეთა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა საქართველოსთვის დიდი რისკის შემცველია. მეტად საეჭვოა, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა, თუნდაც 2024 წლისთვის იმ დონეზე განვითარდეს, რომ მოიხსნას პოლიტიკური არასტაბილურობის რისკი. მაჟორიტარული სისტემის უპირატესობები კი უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს. ქართულმა ოცნებამ მიიღო ნაადრევი გადაწყვეტილება 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და ეს შეცდომა უნდა გამოვასწოროთ” – თქვა ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთელი სამღვდელო და საბერო დასის ნარკოტესტირებაა საჭირო-დეკანოზი ილია ჭიღლაძე
შემდეგი სტატია“უმრავლესობის სხდომაზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორი განვითარება ექნება საარჩევნო სისტემის შესახებ უმრავლესობის წევრების ინიციატივებს”