უკრაინული ეკლესიის წინამძღოლად კიევის პატრიარქის მონაცვლე, ეპიფანე აირჩიეს

უკრაინაში ეკლესიების გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინული ეკლესიის წინამძღოლად კიევის პატრიარქის მონაცვლე, ეპიფანე აირჩიეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. როგორც ცნობილია, ხმის მიცემა ორ ეტაპად გაიმართა.

ეკლესიების გამაერთიანებელი კრება კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში გაიმართა. ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობას, რომ გამაერთიანებელ დახურულ კრებას 192 ადამიანი დაესწრო. წმინდა სოფიას ტაძრის გარეთ კი ათასობით პირი ახლაც არის შეკრებილი.

როგორც ცნობილია, კიევის პარტიარქთან ერთად, მთავარი პრეტენდენტები, ლუკცისა და ვოლინის მიტროპოლიტი მიქაელი, ასევე კიევის საპატრიარქოს ხელმძღვანელი ფილარეტი იყვნენ.

ახლა, როგორც დაანონსებული იყო, უკრაინის საპატრიარქოს ახალი მეთაური მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაიანში გამანადგურებელი СУ-27 ჩამოვარდა
შემდეგი სტატიაძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ინაუგურაციას და ვლოცულობთ, რომ კარგად ჩატარდეს