უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ ხარკოვში არანაირი საიდუმლო ციხე არ არსებობს

უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ ხარკოვში არანაირი საიდუმლო ციხე არ არსებობს

55უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხარკოვში არანაირი საიდუმლო ციხე არ არსებობს, რაზეც დღეს უფლებედამცველებმა ისაუბრეს, თუმცა, სპეცსამსახურები ყურაღღებით შეისწავლიან Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის მოხსენებას, რომელიც დღეს გამოაქვეყნეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ციხიდან 13 ადამიანი გაანთავისუფლეს, რომლებიც იქ არაოფიციალურად იყვნენ – ამის შესახებ პრეს-რელიზშია ნათქვამი, როემლიც საერთაშორისო ორგანიზაცებმა Human Rights Watch (HRW) და Amnesty International (AI)-მა გაავრცელეს.
HRW -ის ევროპისა და ცენტრალურ აზიაში მთავარმა გამომძიებელმა ტანია ლოშკინამ უკანონო პატიმრების განთავისუფელას “საიდუმლო ციხიდან” “დიდებული ინფორმაცია” უწოდა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ როგორც დაკავების, ასევე განთავისუფლების ფაქტი ოფიციალურად არ არის აღიარებული, რაც, მისი თქმით, “დაუსჯელობის ატმოსფერას ქმნის და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა” – ხაზგასმით აღნიშნა იუსრისტმა.
განთავისუფლების ფაქტის შემდეგ Human Rights Watch და Amnesty International-მა მოხსენება გამოაქვეყნეს, სათაურით “თქვენ არ არსებობთ”, რომელიც გრძელვადიან და ზოგ შემთხვევაში არაოფიციალურ დაკავებებს შეეხება.
უფლებადამცველები კიდევ 5 ადამიანის განთავისუფლებას ითხოვენ, რომელიც, მათი ინფორმაციით, უკრაინის სპეცსამსახურებს ყავთ დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა მარნეულის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით მოთავსებული ადამიანები მოინახულა