უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი – მომავალი 2-3 კვირა უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება

მომავალი 2-3 კვირა უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო დახმარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიმართულებით.

დენისენკომ ასევე აღნიშნა, რომ ოკუპანტები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ აიღონ მარიუპოლი, ამის შემდეგ კი აღმოსავლეთით გადაინაცვლებენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ამ მოძრაობის შეჩერებაა, რათა არ მივცეთ ოკუპანტს გეგმის განხორციელების შესაძლებლობა და მათთან აქტიური სახმელეთო ბრძოლები ვაწარმოოთ, სადაც ისინი მარცხდებიან“, – განაცხადა დენისენკომ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მადლობა პრეზიდენტს, რომელმაც დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ღირსეულად გააჟღერა ქართველი ერის ხმა
შემდეგი სტატიაწილოსანი: ირაკლი კობახიძის პოსტკოვიდური პრობლემა თვალებზე ოპოზიციას ასე რატომ უხარია?