უკრაინის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების ნებართვა გასცა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების ნებართვა გასცა

განცხადების თანახმად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე ადამიანების უკანონო გადაყვანის ორგანიზებაში.

„2014 წლის 23 თებერვალს იანუკოვიჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების პერსონალთან და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამი ვერტმფრენის დახმარებით, უკანონოდ გადაკვეთა და გადაიყვანა სულ მცირე 20 ადამიანი სახელმწიფო საზღვარზე ურზუფის გარეუბანში“ – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მოითხოვს ყველა ფაქტორის გათვალისწინებას, მათ შორის ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის – რუდენკო
შემდეგი სტატიაიტალიამ გაერო-ს უკრაინაში მშვიდობის დამყარების ოთხპუნქტიანი გეგმა წარუდგინა