უკრაინის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

უკრაინის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. დაკავების 72 საათიანი ვადა დღის მეორე ნახევარში იწურება, თუმცა პროკურატურას სასამართლოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით შინა პატიმრობას მოითხოვს.

“ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერის მხარდასაჭერი აქცია დღეს განახლდება, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები კრეშატნიკის ქუჩაზე პეჩორსკის სასამართლოსთან შეიკრიბებიან. მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშისაახალწლო დეკორაციებს თბილისში, ნაწილები სცვივა
შემდეგი სტატიაქუთაისში ბინის გაქურდვის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა დააკავეს