უკრაინის სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს

უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ქვეყანაში გუშინ ჩამოვიდა, გლდანის ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს.

როგორც მან აღნიშნა, ახლა უწყებისგან ოფიციალურ პასუხს ელოდება, თუ რა გახდა ვიზიტზე უარის მიზეზი.

ამასთან, უკრაინის ომბუდსმენი ამბობს, რომ უარის მიუხედავად, გლდანის ციხეში მივიდა, რადგან დაწესებულების დირექტორთან ან სხვა რომელიმე უფლებამოსილ პირთან სურს შეხვედრა.

banner
წინა სტატიაშიბრეგაძე – მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ პირები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება არ აქვთ
შემდეგი სტატიაგლდანის ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება არ გვაქვს – ბრეგაძე