უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა, რადგან ის მიუღებელ ცნებებს ეფუძნება. მაგალითად, როგორიცაა “მოსკოვის გაყვანა დაპყრობილი ტერიტორიებიდან.”

“ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა ზელენსკის ამ ფორმულების საფუძველზე. როგორ შეიძლება სერიოზულმა პოლიტიკოსმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში, პარიზში ან ბერლინში განაცხადოს, რომ ზელენსკის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს. და ამ ფორმულის არსი ის არის, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ყირიმი, დონბასი, ნოვოროსია. რუსეთმა უნდა გადაიხადოს კონტრიბუცია. ხელმძღვანელობა უნდა მივიდეს ჰააგაში და ჩაბარდეს ტრიბუნალს, რუსეთი ნებაყოფლობით დათანხმდეს თავისი შეიარაღების შეზღუდვას, ყოველ შემთხვევაში ევროპის მოსაზღვრე რეგიონებში. აი, ამას ხალხი სერიოზულად ამბობს, ღიმილის გარეშე, რომ ეს ერთადერთი ფორმულაა,” – ამბობს ლავროვი.

banner
წინა სტატიაშიგვარამია თურმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ ენდობა და გადაწყვიტა, გაერო-ს მიმართოს – კახიანი
შემდეგი სტატიახელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებისა და მოქალაქეების მოსაზრებებს არ ისმენს – კორძაია