უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა, საგანგებო მდგომარეობის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა დაუჭიროს მხარი.

„რა შეიძლება იყოს? ეს იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და ობიექტების დაცვის გაძლიერება, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის და ეკონომიკის საარსებო წყაროს. ეს შეიძლება იყოს გარკვეული მოძრაობის შეზღუდვა, შეიძლება იყოს გარკვეული დოკუმენტების შემოწმება. ანუ ეს არის პრევენციული საკითხები, რათა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ, იმისთვის, რომ ჩვენმა ეკონომიკამ იმუშაოს და ჩვენმა ქვეყანამ იმუშაოს“ – განაცხადა დანილოვმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები რვა უსახლკარო ოჯახს გადასცა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: რატომ არ ვითხოვთ ზუსტად იგივე სანქციების დაწესებას აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” მიმართ, როგორც ახლა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ დააწესეს?!