უკრაინის არმიის მაიორმა ცეცხლის წინა ხაზზე საბრძოლველად ცხენი მოითხოვა

უკრაინის არმიის მაიორმა ხელმძღვანელობას რაპორტით მიმართა, სადაც ის დონბასში საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად ცხენს ითხოვს. თავისი მოთხოვნა სამხედრო მოსამსახურემ იმით ახსნა, რომ სამხედრო ნაწილი, სადაც ის მსახურობს, სამხედრო მანქანების და საწვავის უკმარისობას განიცდის. დოკუმენტის ფოტო 31 აგვისტოს უკრაინელმა ჟურნალისტმა რომან ბოჩკალამ “facebook”-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
რაპორტის ავტორმა, ხელმძღვანელობას,ასევე, მოუწოდა საბრძოლო ნაწილების შემოწმებისა და სადაზვერვო მოქმედებებისკენ მტრის ზურგში.
ცხენის გადაცემის შემთხვევაში, მაიორმა მისთვის საჭმელად ერთი თვის საკმარისი თივის გამოყოლებაც მოითხოვა.
თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრო მაიორს სთხოვს დააზუსტოს, კონკრეტულად რომელ ნაწილს არ გააჩნია საკმარისი ტექნიკა.

2

banner
წინა სტატიაშილანჩხუთში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა
შემდეგი სტატია“ქალბატონი ხიდაშელი, ისევე როგორც ყველა, ჯარისკაცების უსაფრთხოებით უნდა იყოს დაინტერესებული და არა ჩემი კრიტიკით”