უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში რუსების თავდასხმა მოიგერიეს, ლიკვიდირებულია 15 ოკუპანტი

უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში რუსების თავდასხმა მოიგერიეს, ლიკვიდირებულია 15 ოკუპანტი, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

„უკრაინის დამცველები გაბედულად აკავებენ აგრესორის შეტევას მარიუპოლზე. დღეს ბრძოლის შედეგად 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე იქნა ლიკვიდირებული, კიდევ ორი ​​ტყვედ აიყვანეს, დანარჩენები გაიქცნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მარიუპოლში მყოფი უკრაინელების აცხადებენ, რომ მათი საბრძოლო სულისკვეთება მაღალია და მზად არიან, რომ ქალაქი დაიცვან.

შეგახსენებთ, მარიუპოლი რუსებს ალყაში ჰყავთ მოქცეული. ქალაქის 400 000 მცხოვრები საკვების, წყლისა და სითბოს გარეშეა.

banner
წინა სტატიაშიბოროდიანკაში კადიროველებმა 12 რუსი სამხედრო დახვრიტეს
შემდეგი სტატიაNATO-ს ქვეყნები უკრაინისთვის რუსული წარმოების С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავენ