უკრაინელი დეპუტატი პოროშენკო–ავაკოვის დაპირისპირების შესახებ

კონფლიქტი უკრაინის პრეზიდენტსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდანვე დაიწყო. ამის შესახებ ტელეკომპანია “ICTV”–ის პირდაპირ ეთერში განაცხადა არსენ ავაკოვის მრჩეველმა, დეპუტატმა ანტონ გერეშჩენკომ.
მისი თქმით, განხეთქილების მიზეზს წარმოადგენს მათი განსხვავებული აზრი უსაფრთხოების დაცვის და უკრაინაში კრიმინალთან ბრძოლის მეთოდებზე.
“პრეზიდენტს სურდა სამართალდამცავი სტრუქტურების კონცენტრირება საკუთარ ხელში მოეხდინა, მაგრამ “სახალხო ფრონტი”, მე და არსენ ავაკოვი ვთვლით, რომ ეს არის ძალზე საშიში პრეცედენტი”, – აღნიშნა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ერთერთი უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ძალოვანი უწყების თანამშრომელია – “ენმ”
შემდეგი სტატიათბილისის რამდენიმე უბანს მწერი, სავარაუდოდ აზიური ფაროსანა შეესია