უკრაინელებს ტყუილად ჰგონიათ…

უკრაინელებს და სხვა ცივილიზებულ ერებსაც, ტყუილად ჰგონიათ, რომ რუსი ხალხის მიმართ რაიმე მოწოდება ომის შეჩერებაზე, მათთვის უკრაინელთა დღევანდელი რთული მდგომარეობის ახსნა და ნამუსზე შეგდება, ამ ხალხში უკრაინელების მიმართ თანაგრძნობას ან გულისტკივილს გამოიწვევს და ისინი რამენაირად ხელს შეუშლიან პუტინს.
რუსეთის მოქალაქეთა 1 ან 2% თუ იქნება ისეთი, ვისაც უკრაინელთა მიმართ გულრწფელი თანაგრძნობა გააჩნია და ომის შეჩერება უნდა, რაც თავისთავად არაფერს ნიშნავს.
რუსი ადამიანის ტვინი, ზოგადად აგრესიულად აზროვნებს და მათი მენტალიტეტიც აგრესიულია. რუსების ისტორიაც, ვისაც ის წაუკითხავს და შეუსწავლია, დამემოწმება, რომ ეს ძალადობისა და ძალმომრეობის ისტორია… პირველ რიგში მეზობლებზე და საკუთარ ხალხზე ძალადობის იტორია… და თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ იმას, რომ რუსი ხალხი გაბრუებულია პუტინის პროპაგანდისტულ ტელევიზიებით, უსმენს ადგილობრივ რადიოს და კითხულობს ასევე პუტინისტური იდეოლოგიის გაზეთებს, სრულიად გასაგებია, რომ ქუჩაში ომის შეწყვეტის მოთხოვნით, ქვეყნის მასშტაბით გამოდის სულ რამდენი ათეული ათასი რუსეთის მოქალაქე, ხოლო ათეულობით მილიონი – დუმს ან მხარს უჭერს ,,მოძმე და ერთმორწმუნე,, უკრაინის აღგვას მიწისაგან პირისა.
სამწუხაროდ, დღეს პუტინის პოზიციის მხარეს არიან რუსეთში მაცხოვრებელი ეთნიკური ქართველების და სხვა ერის წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომელთაგან ბევრი პროპაგანდის მსხვერპლია, ზოგიერთები კი ფინანსური სარგებლის დაკარგვის შიშით აკეთებენ ამას.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ფენებს, რუსული საზოგადოების შეძლებული და ღარიბი ფენები, აზროვნებით თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან…
მაგალითად, რუსების დაახლოებით 70% -ს, საერთოდ არ აქვს საზღვარგარეთის პასპორტი და ეს ხალხი (დაახლოებით 100 მილიონი მოქალაქე)
არასოდეს ყოფილან საზღვარგარეთ… და მოსახლეობის შედარებით უზრუნველჰყოფილი ნაწილი (დაახლოებით 40 მილიონამდე), რომელსაც საზღვარგარეთ გასვლის საშუალება და სურვილი აქვს, მათი 90% – თურქეთს, ეგვიპტეს, ტაილანდს და მსგავს ქვეყნებს ირჩევენ სამოგზაუროდ, დასასვენებლად და გასართობად… და ხალხის ამ ფენასაც, ევროპის და ევროპული ღირებულებების არც დიდი ცოდნა აქვთ და არც ამ ღირებულებების ტარების სურვილი… ასე რომ რუსეთის მოსახლეობის შეძლებული და გაღატაკებული ფენებიც, პუტინის პროპაგანდისტული მანქანებით ტვინგამორეცხილი, მეტწილად ერთაირად ბნელი და რუსისტულად მოაზროვნეა… მათ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, კანონზომიერად მიაჩნიათ და პუტინს ბოლომდე ენდობიან. ამას მოწმობს ყველა გამოკითხვა და ბოლო დროინდელი რუსული ინფოებიც.
რააც შეეხება სანქციებს და ამით რუსეთის მოსახლეობისათვის გამოწვეულ პრობლემებს… ეს რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, მოსალოდნელიც იყო შეძლებისდაგვარად მის ასატანადაც მზად არიან, რადგან ამ პრობლემებს, პუტინის პროპაგანდის მიერ ,,ველიკაია როსიას,, მტრულად განწყობილი დასავლეთისაგან გადარჩენის წმინდათაწმინდა სარჩული ეფინება… რუსების უმეტესობა, პურზე და არაყზე გადავლენ ამ ,,წმინდა მიზნის,, მისაღწევად და ამას, პუტინს არ დააყვედრიან… პური და არაყი კი – რუსებს თავისიც ეყოფა და მასზე სანქცია ვერ იმოქმედებს.
ერთადერთი ფენა, რომელიც შეიძლება არსებული სიტიაციით უკმაყოფილო იყოს რუსეთში, ეს რუსეთის ფინასური და ძალოვანი სტრუქტურების ელიტები არიან… რუსი ოლიგარქები, რომლებიც პუტინის უკრაინული კამპანიის გამო სერიოზულ ზარალს განიცდიან და ძალოვანი სტრუქტურების გენერალიტეტი, რომლებიც როგორც სანქციების ასევე პუტინის ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდენ, უკრაინაში ოპერაციის ჩავარდნის გამო… სწორედ ამ ფენებში უნდა მომწიფდეს პუტინის წინააღმდეგ შეთქმულება, თუმცა ესეც ძალიან რთულად განხორციელებადი საქმეა.
პუტინის და მისი მსგავსი რეჟიმის განეიტრალების ყველაზე რეალური გზა, არა სანქციები, არამედ ბრძოლის ველზე მისი დამარცხებაა… პუტინმა თავად აირჩია ეს გზა და უკრაინა, მისი სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლის ველად აქცია… ამ ველზე წყდება დღეს მსოფლიოს განვითარების ბედიც.
უკრაინელებმა, ომის დაწყებიდან დღემდე, უკვე დაამტკიცეს, რომ ისინი არა
მხოლოდ საკუთარი სამშობლოს, არამედ მსოფლო ცივილიზაციის გადარჩენისათვის თავდადებული და ღირსეული მებრძოლები არიან… ახლა, უკრაინელებზე მეტად, მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებზეა დამოკიდებული, ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს თუ პუტინი… ღმერთმა არ ქნას, რომ უკრაინა პუტინთან დამარცხდეს… თორემ ამ მარცხზე პასუხისმგებლები, ამიერიდან ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი ლიდერები იქნებიან… და ეს მარცხი, დარწმუნებული ვარ, ყველა ამ ორგანიზაციის დაშლით, მსოფლიო წესრიგის მოშლით, პუტინის ჰეგემონიით და მის მიერ ახალი, უფრო აგრესიული და ტერორისტული, საბჭოეთის ტიპის იმპერიის შექმნით დაგვირგვინდება.
ვიმედოვნებ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, ცივილიზებული სამყაროში გაღვიძებული თვითგადარჩენის ინსტიქტი, ამ სამყაროს ლიდერებს სწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს და პუტინი ბრძოლის ველზე დამარცხდება. სწორ გადაწყვეტილებებში კი, არც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, და არც უკრაინისთვის იარაღის და ფინასების მოწოდებას არ ვგულისხმობ მხოლოდ… სწორი იქნებოდა, რომ უკრაინას არამხოლოდ თავდაცვითი ხასიათის თანამედროვე იარაღი მოაწოდონ… არამედ მას კონშეტევისთვის აუცილებელი იარაღით და მასთან ერთად, ცოცხალი ძალითაც დახმარება გაუწიონ… ცოცხალი ძალით დახმარება არ ნიშნავს აუცილებლად ნატოს ჯარების ლეგალურ ჩართვას კონფლიქტში… მოხალისეობის ეგიდით, მთელი მსოფლიოდან, სამხედრო სპეციალისტების თუ მეომარი ხალხის დიდი ნაკადის, უკრაინაში ჩაყვანის და მათი პროცესებში ჩართვის ორგანიზება და მისი დასპონსორება სავსებით შესაძლებელია.
ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ თავდაცვაზე ფიქრი, უკრაინის არმიას თანდათან დაასუსტებს და მოტივაციას დაუკარგავს… გამარჯვებისთვის, აუცილებელია კონტრშეტებაზე გადასვლა და აგრესორი დათვის საკუთარ ბუნაგისკენ შებრუნება…
უკრაინამ უკვე იმდენი გაიღო და იმდენი სისხლი დაღვარა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტთან ბრძოლაში, რომ მსოფლიო ვალდებულია, არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაც, უკრაინას ყველანაირად დაეხმაროს და მისი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს.

კახაბერ ადამია
ჟურნალისტი, ანალიტიკოსი

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სირიაში გახსნა 14 დაქირავებული რეკრუტირების ცენტრი და ამზადებს დაქირავებულებს ლიბიიდან
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფხაზეთში ჩატარებული ე. წ. არჩევნებს ეხმაურება