უკრაინელებმა ხერსონის ოლქში 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს – ზალუჟნი

უკრაინის ჯარები გეგმის მიხედვით აგრძელებენ შეტევას ხერსონის ოლქში. 1-ელი ოქტომბრიდან თითქმის 1.4 ათასი კვადრატული კილომეტრი ფართობი გათავისუფლდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისი თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან, უკრაინის ჯარები მტრის თავდაცვითი ზონის სიღრმეში 36.5 კმ-ზე შეიჭრნენ. მათ მიერ დაბრუნებული ტერიტორიის საერთო ფართობი 1381 კვადრატულ კილომეტრს აღწევს და კონტროლი 41 დასახლებულ პუნქტზე აღადგინეს.

„მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში პეტროპავლოვკა-ნოვორაისკის მიმართულებით თავდაცვის ძალების ნაწილებმა 7 კმ-ით წაიწიეს წინ, კონტროლი 6 დასახლებაზე აიღეს და უკრაინას 107 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია დაუბრუნეს. პერვომაისკოე-ხერსონის მიმართულებით 7 კმ-ით წინ წავიწიეთ, 6 დასახლებაზე დავიბრუნეთ კონტროლი, გათავისუფლებული ტერიტორიის ფართობი 157 კვადრატული კილომეტრია“, – აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობის“ ოფისში მუშტი-კრივიც კი გამართულა ოლიგარქ კეზერაშვილის დაფინანსების მოპოვებისთვის – არავითარი მიყურადება, დაყურადება და შეყურადება არ არის საჭირო, საზოგადოებამ კარგად იცის რა ხდება – მათიკაშვილი
შემდეგი სტატიაირანმა პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა შექმნა