უგულავა: პრეზიდენტმა ვერ გაბედა დაეცვა სიმართლე

ფაქტია, პრეზიდენტმა ყველა იმ ადამიანს გაუცრუა იმედი, ვისაც ეშინია და არ უნდა სისტემის მსხვერპლი გახდეს. ეროვნული შერიგების პროცესზე არანაირი მოლოდინი არ მაქვს. დღეს სალომე ზურაბიშვილმა ვერ გაბედა დაეცვა სიმართლე და თავისი მოქალაქეები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.

„ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება გაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ნებისმიერი ხელისუფლების, მათ შორის კრიზისში მყოფის, ყველაზე რთული წელიწადის დრო გაზაფხულია იმიტომ, რომ გაზაფხულზე ყველა ინვოისს იხდის – ის, რაც წინასაახალწლოდ დააგროვეს, „მიქარეს“ და პრეზიდენტმაც სამწუხაროდ, ვერაფერი და არაფერი გააკეთა, ვერ გაბედა რამის გაკეთება. მისი წერილიდან ერთადერთი რამ ჩანს, ვიცი რომ არასწორად ვაკეთებ, მაგრამ ჯერ ვერ ვბედავ. დაველოდოთ როდის გაბედავს, ან საერთოდ გაბედავს თუ არა. ფაქტია, რომ მან დღეს ყველა იმ ადამიანს გაუცრუა იმედი, ვისაც ეშინია და არ უნდა სისტემის მსხვერპლი გახდეს. ეროვნული შერიგების პროცესზე მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს. დღეს მან ვერ გაბედა დაეცვა სიმართლე და თავისი მოქალაქეები. ზურაბიშვილის განცხადებიდან ჩანს – ვიცი რომ არასწორად ვაკეთებ, ვიცი, რომ არასწორი რამ ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ არ მყოფნის ძალა წავიდე იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც მე ორბელიანების სასახლეში შემასახლა“, – განაცხადა უგულავამ.

როგორც უგულავამ აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა, ეტყვის, რომ პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა.

banner
წინა სტატიაშივაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება
შემდეგი სტატიასამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრში კაცი გარდაიცვალა