ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორშაბათიდან ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, იზოლაცია-კარანტინის ვადა სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.

„მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი და საერთაშორისო რეკომენდაციები გამოიცა იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადები. ვადები ასეთი განისაზღვრა: ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ეს იქნება 8 დღე, საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება.

რაც შეეხება კონტაქტებს, ვადები აქაც მცირდება და მსუბუქდება. თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერის მქონე პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა-90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსნებათ. ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაში“ფლანგვის დეტექტორი”: შსს-მ Facebook-რეკლამებში გაწეული ხარჯების 60% ლაშქარავას კადრების გავრცელებას მოახმარა
შემდეგი სტატიაუგულავა: პრეზიდენტმა ვერ გაბედა დაეცვა სიმართლე