უდუმაშვილი – მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მიყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იძულებით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იძულებით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, დაესწრება დღევანდელ პროცესს, თუკი კიდევ რაიმე ფოკუსი არ აქვს ჩაფიქრებული ხელისუფლებას – არც ამას გამოვრიცხავთ. ხელისუფლება იძულებული გახდა პროცესზე მიხეილ სააკაშვილი მოეყვანა. ჩვენ ხომ ვნახეთ წინა სასამართლო პროცესები, დასწრების უფლება რომ არ მისცეს, ახლა იძულებული გახდა, მათ შორის იმ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, რომელიც ხელისუფლებაზე მიმდინარეობს. ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა ითხოვდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მისცემოდა უფლება საკუთარი თავი დაეცვა პროცესზე, ამიტომ დღეს ეს იძულებითი ნაბიჯია და არა ის, რომ სამართლიანობა უნდა იყოს ქვეყანაში. არავის სჯერა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოსი და ამ სასამართლოს სამართლიანობის. ბევრი რამ არის დამოკიდებული ინდივიდუალურად მოსამართლეზე. სასამართლო სისტემა რომ მთლიანად მორჩილია ბიძინა ივანიშვილის, ეს ყველასთვის ცნობილია. დღეს კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცემა უფლება საზოგადოებას მიმართოს. მიხეილ სააკაშვილი არ ელოდება სამართლიან სასამართლოს, მაგრამ ამ პროცესზე მას საშუალება მიეცემა, რომ საზოგადოებას მიმართოს და კიდევ ერთხელ მოუწოდოს იმ ბრძოლისკენ, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ვადამდელ არჩევნებამდე,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია – კარგია, რომ ივანიშვილი ამას უყურებს – ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, მაგრამ ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად არ იდგება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლანჩხუთში სოციალური კაფე „ქეთოსთან“ მოეწყო