გვარამია – კარგია, რომ ივანიშვილი ამას უყურებს – ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, მაგრამ ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად არ იდგება

კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას უყურებს. ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

„კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას უყურებს. ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, მაგრამ ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად აქ არ იდგება“, – განაცხადა გვარამიამ.

მედიის წარმომადგენლების კითხვაზე: „ქართული ოცნება“ სააკაშვილს რიგით პატიმარს ეძახის და არის თუ არა ის რიგითი პატიმარი? – გვარამიამ უპასუხა: „რიგით პატიმრებზე ეს ხდება? არც ივანიშვილი არ იქნება რიგითი პატიმარი“.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მიყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იძულებით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო