უბედური შემთხვევა კურორტ “გოდერძიზე”- მთიდან ორი ადამიანი ხევში გადავარდა, ერთ მადგანი ადგილზე დაიღუპა

უბედური შემთხვევა კურორტ “გოდერძიზე”- ე.წ. ჭანჭახის მთიდან კვადროციკლით მომავალი მთის კურორტების სააგენტოს ორი ადგილობრივი თანამშრომელი ხევში გადავარდა.
ერთ-ერთი მათგანი, 25 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა.
დაშავებული ხულოს საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116- მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს
შემდეგი სტატიაოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა