მამუკა ბახტაძე დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს.

მანამდე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.

უკვე თითქმის დადასტურებულია, რომ ცვლილება არ შეეხება ძალოვან მინისტრებს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის პოსტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, მიხეილ ბატიაშვილი დაიკავებს. ფინანსთა მინისტრად ვანო მაჭავარიანი სახელდება, რომელიც წლების განმავლობაში “ჯეოსელის” კომერციულ დირექტორად მუშაობდა; ეკონომიკის მინისტრი კი ექიმი-კარდიოლოგი გიორგი ქობულია გახდება.

banner
წინა სტატიაშიხანძარი სვანეთში – სოფელ ზესხოში ტყის მასივი იწვის
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა კურორტ “გოდერძიზე”- მთიდან ორი ადამიანი ხევში გადავარდა, ერთ მადგანი ადგილზე დაიღუპა