ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული ონლაინპრეზენტაციები იმართება

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური სექტორის – ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, პრაქტიკული ონლაინპრეზენტაციები, ე.წ. ვებინარები მიმდინარეობს.

ინტერაქციული სერიების ძირითადი საკითხები პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობების ოპერირების ახალი სტანდარტების შესახებ ინფორმაციას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიმართულებებსა და რეკომენდაციებს მოიცავს.

მიმდინარე თვეში მსგავსი პრეზენტაციები კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის გაიმართება. პროექტში თბილისის მერიასთან ერთად, ჩართულია „საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია“ და სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ადგილობრივი ბაზრისთვის სპეციალური მიმართულებები შეიმუშავეს.

ვებინარზე „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კვების ობიექტების ოპერირების განახლებისთვის საჭირო კონკრეტულ სტანდარტებზე ისაუბრებენ.

აღსანიშნავია, რომ Hotel Collection International-თან თანამშრომლობით, განთავსების ობიექტებისთვის მსგავსი ინტერაქციული პრეზენტაცია უკვე გაიმართა და დაინტერესებული პირებისთვის ოპერირების შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.
ინფორმაცია და ვებინარზე დასასწრები ბმულები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის გვერდზეა განთავსებული. ინტერაქციულ პრეზენტაციაში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

banner
წინა სტატიაშიბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს, რომელიც ასევე საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა
შემდეგი სტატიასააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა