ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს, რომელიც ასევე საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა

ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს, რომელიც ასევე საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა. ამ ინფორმაციას ბოჭორიშვილის კლინიკაში ადასტურებენ.

როგორც მაკა სოლოღაშვილი ამბობს, ექთანს კორონა ვირუსი საგარეჯოში დაუდასტურდა. მისივე თქმით, ინფიცირებული ექთანი ბოქსირებულ პალატაში გადის მკურნალობას.

„კი ინფორმაცია გვაქვს. დაუდასტურდა საგარეჯოს ჰოპიტალში, მაგრამ ეს ჩვენი სარეზერვო კადრია და მაღალ რისკს ვერ ვხედავ. ცოტა ხანში დაზუსტებული ინფორმაცია მეცოდინება. როგორც ვიცი მკურნალობს. ეპიდემიოლოგი მუშაობს და მომაწვდის ინფორმაციას. დღევანდელი შემთხვევაა. არ მახსოვს როდის მორიგეობდა ბოლოს“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო კოვიდ-19-ისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებად წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომის და სხვა კურორტების გამოყოფას განიხილავს
შემდეგი სტატიატურიზმის ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული ონლაინპრეზენტაციები იმართება