წულუკიანმა რეპრესიები დაიწყო-მუზეუმის თანამშროლები, “როგორც ხალხის მტრები ასე წარმოუდგინა

თეა წულუკიანის მრჩეველმა მუზეუმების მიმართულებით ნინო მიქიაშვილმა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ფოტოები გამოაქვეყნა, მან ისინი პოლიტიკური ნიშნით გამოარჩია, რადგან მმართველი გუნდის მხარდამჭერები არ არიან. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილების თანამშრომელი ისტორიკოსი მაია პატარიძე, რომელიც წერს, რომ ეს 1937 წლების რეპრესიების ანალოგია.

როგორც პატარიძე აღნიშნავს, ნინო მიქიაშვილს, მუზეუმის თანამშროლები, “როგორც ხალხის მტრები ასე წარმოუდგინა”.

“ჩემო მეგობრებო, ჩემგან ძირითადად პოზიტიურ პოსტებს ხართ შეჩვეული, ხან რეგიონალური მუზეუმის მშენებლობებზე და ხან კიდევ ნუმიზმატიკურ აღმოჩენებზე. დღეს მივიღე შოკი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

37 წლის შესახებ ვერ გეტყვით რომ ინფორმირებული ნაკლებად ვიყავი ოდესმე, ჯერ ერთი ისტორიკოსი ვარ და მერე ოკუპაციის მუზეუმი მაქვს ჩემს საკუთარ სამსახურში. გავიღვიძე ზუსტად იმ დროებაში და წარმოვიდგინე როგორ უთითებდნენ ქუჩაში (მაშინ ფეისბუკი არ იყო) ხალხზე და ანადგურებდნენ.

კულტურის მინისტრის მრჩეველმა მუზეუმების მიმართულებით ნინო მიქიაშვილმა დღეს დადო წლების განმავლობაში (!!!) ნაგროვები ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ფოტოები, არ მორიდებია არც ოჯახების ხსენებას სიძეებით და რძლებით და როგორც ხალხის მტრები ასე წარმოუდგინა თავისნაირ ტროლ-ბოტებს. დიახ ასეა, ვდებ ამ მასალას და დატკბით! ვისაც ჯერ არ გაგიგიათ იცოდეთ სად ვართ..

ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ისე რომ იცოდეთ ვინც ამ სიბინძურეს აკეთებთ და არც თქვენნაირი უსაქმურების და ინტრიგანების ასაგდები ხალხი არ მუშაობს ჩვენთან. ხელის შეწყობას არავის გთხოვთ ხელს ნუ გვიშლით…აშენებული მუზეუმების რაოდენობას გადახედეთ და შეგრცხვეთ!”, – წერს მაია პატარიძე.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაუილიამ კორტნი: საქართველო უხვევს დასავლეთის გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს