წულუკიანი: უკვე ვიცით, თუ როგორი კონტურები შეიძლება ჰქონდეს ორ სამინისტროს

მთავრობას ორ სამინისტროდ ჩამოყალიბების საკითხზე ჩვენს კომიტეტთან კონსულტაცია ჰქონდა. დაზუსტდა ის, რაც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დამტკიცებისას პარლამენტში განაცხადა და მას შემდეგ საიდუმლო არავისთვის არ იყო, რომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობდა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცალკე იქნება განათლებისა და მეცნიერების მიმართულება, რომლის კომპეტენციების გაერთიანება ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„უკვე ვიცით, თუ როგორი კონტურები შეიძლება ჰქონდეს ორ სამინისტროს – განათლება და მეცნიერება ცალკე იქნება, რაც უზარმაზარი პორტფელია და კომპეტენციები ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მეორე მხრივ, იქნება კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რაც კულტურისა და სპორტის კომპეტენციების გაერთიანებას გულისხმობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: გარეჯის საქმე, ორი პირის პატიმრობა არ არის და ვერ იქნება დაკავშირებული გარკვეულ რაუნდებთან, სამშობლო, მისი ტერიტორიები დგას გაცილებით მაღლა
შემდეგი სტატიაბრალდების მხარე დაკავებული კარტოგრაფებისთვის 30 000 ლარიან გირაოს ითხოვს