ბრალდების მხარე დაკავებული კარტოგრაფებისთვის 30 000 ლარიან გირაოს ითხოვს

დაკავებული კარტოგრაფებისთვის ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პროკურატურა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას ითხოვს და აყენებს შუამდლობლობას, ბრალდებულებს დაეკისროთ თითო 30-30 ათას ლარიანი გირაო. ასევე, ითხოვს, საგამოძიებო უწყების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებსიც გრძელდება. ადვოკატები ნაწილობრივ დაეთანხმნენ პროკურატურის შუმდგომლობის ნაწილს, პატიმრობის გაუქმების შესახებ.

დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

“დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი, იმიტომ, რომ ამ ეტაპისთვის, ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას”, – განაცხადა პროკურორმა.

 

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: უკვე ვიცით, თუ როგორი კონტურები შეიძლება ჰქონდეს ორ სამინისტროს
შემდეგი სტატიამელაშვილსა და ილიჩოვას პირად თავდებში პოლიტიკოსები უდგებიან