წულუკიანი – შემიძლია, ვივარაუდო, რომ სალომე ზურაბიშვილი გულისხმობდა სააკაშვილის ექსპრეზიდენტის სტატუსს, სხვა მხრივ ის ზუსტად ისეთივე პატიმარია, როგორიც ნებისმიერი სხვა

არ ვიცი, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდო, რომ ის გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილის ექსპრეზიდენტის სტატუსს. სხვა მხრივ, ეს პატიმარი, რა თქმა უნდა, ზუსტად ისეთივე პატიმარია, როგორიც ნებისმიერი სხვა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

თეა წულუკიანმა ყველა პატიმარს, რომელიც დღეს ციხეში შიმშილობს, შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ყველა იმ პატიმარს, რომელიც დღეს საპატიმროში შიმშილობს, მოვუწოდო შიმშილობის შეწყვეტისაკენ, რადგან ეს არის პროტესტის ფორმა, რომელიც სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას. არ ვიცი, რამდენია მათი რიცხვი, ჩემი მინისტრობისას რაოდენობა მერყეობდა საშუალოდ 20-25-ის ფარგლებში. მინდა, ყველას მოვუწოდო, თუკი პროტესტის გრძნობა გვაქვს, ეს პროტესტი გამოვხატოთ სხვა ფორმით და არა ჩვენი შვილების, ოჯახის წევრების ნერვიულობის ფასად და საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიდავითულიანი – რომ გამოვიდე, თავი მოვიკლა და სახელმწიფოს ვუთხრა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა შენ გაკისრია, სწორი იქნება?
შემდეგი სტატიაექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია – ბასილაია