ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია – ბასილაია

საქართველოს მესამე პრეზიდენტს გლდანის მე-18 დაწესებულებაში დღეს ადვოკატები მოინახულებენ. მთავარი საკითხი ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსების დასკვნაა.

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც უკვე დიდი ხანია ამბობენ – მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იქნას გადაყვანილი მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მას შესაბამისი კვალიფიციური დახმარება გაეწევა.

ბექა ბასილაიას არ აქვს მოლოდინი, რომ მედიკოსების დასკვნას გაითვალისწინებს, თუმცა ამბობს, რომ სამართლებრივად, როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგის სასამართლოში, დასკვნა მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნება.

“კონსილიუმი, რომელიც შეიკრიბა, არის მაღალი კომპეტენციის და ძალიან მაღალი რეპუტაციის ექიმებისგან დაკომპლექტებული. შესაბამისად, მათი დასკვნა არა მხოლოდ ყურადსაღებია, არამედ სავალდებულოდ უნდა იქნას გათვალისწინებული. ამ დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნის ყოველი წუთი მისი სიცოცხლისთვის არის საფრთხის შემცველი.

ეს დასკვნები სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი მოეგებიან გონს და იმოქმედებენ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ინტერესებით, არ გაჰყვებიან იმ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც ღარიბაშვილს ჰქონდა დაანონსებული, სრულიად არაჰუმანური, რომ უნდა გარდაიცვალოს თურმე”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

წინა სტატიაშიწულუკიანი – შემიძლია, ვივარაუდო, რომ სალომე ზურაბიშვილი გულისხმობდა სააკაშვილის ექსპრეზიდენტის სტატუსს, სხვა მხრივ ის ზუსტად ისეთივე პატიმარია, როგორიც ნებისმიერი სხვა
შემდეგი სტატიარულოვსი – მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით