წულუკიანი: ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრასთან დაკავშირებით, დღეს ვნახეთ გიორგი კანდელაკის სიხარული…

ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრასთან დაკავშირებით, დღეს ვნახეთ გიორგი კანდელაკის სიხარული, რომელიც მე ვნახე, როდესაც არ უნდოდათ უვიზო რეჟიმი მოეცათ, ყიჟინებდა -ამათ აძლევთ უვიზო რეჟიმსო. მე ამის მოწმე ვარ. ეს ავის სიხარული გამახსენდა, როდესაც ქვეყნისთვის საზიანო რაღაც შეიტყვეს და ყიჟინა დასცეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მოხდა ისე, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა ჩვენს პრემიერ-მინისტრს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. როგორც პრემიერი იტყობინება. ეს შეხვედრა იყო ნაყოფიერი და ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ძალიან მნიშვნელოვანიც. როდესაც უკრაინაში ომია და ჩვენ მაინც არ ვიცვლით ჩვენს ორიენტაციას და ევროატლანტიკურ არჩევანზე ვდგავართ“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: თუ ვინმე ამბობს, რომ გვარამიას საქმეში არ არის დანაშაული, ეს ის ხალხია, ვინც ამბობდა, თითქოს ბაჩო ახალაია მხოლოდ ვაშლს თლიდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: პარლამენტში „არაფრის მაქნისი“ ოპოზიციაა