წილოსანი-საბანკო რეგულაციებით ეროვნულმა ბანკმა გაყინა მშენებლობის სექტორი

region
ავტ.: region სექტემბერი 5, 2019 17:33

წილოსანი-საბანკო რეგულაციებით ეროვნულმა ბანკმა გაყინა მშენებლობის სექტორი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი აკრიტიკებს საბანკო რეგულაციებს და ამბობს, რომ 1 იანვრიდან ამოქმედებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად ავნო სამშენებლო სექტორს.

“მას მერე, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, შეზღუდა საპროცენტო განაკვეთები და ჭერი დააწესა, დიდი როლი ითამაშა ამან ონლაინ სესხების პრობლემების კუთხით და ასევე მაღალი საპროცენტო განაკვეთების კუთხით, თუმცა ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა შემოიღო რეგულაციები, რომლითაც ბოლო შვიდი თვის მანძილზე დაახლოებით ეკონომიკიდან ამოიღო მილიარდიანი ბრუნვა.

ამ რეგულაციებით შეეხო იპოთეკურ სესხებს, რომლებიც საერთოდ არ ითვლებოდა პრობლემურ სესხებში. ჭარბვალიანობის საკითხში იპოთეკური სესხები 0.5%-იც არ იყო, ციფრებში, 3500 იყო გაფუჭებული სესხი. თუმცა საბანკო რეგულაციებით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა, რატომღაც, დაჟინებით შემოიღო, დაარტყა და გაყინა სტაბილურად მზარდი სექტორი ეკონომიკის – მშენებლობის და უძრავი ქონების გაყიდვების, რამაც, რა თქმა უნდა, იქონია გავლენა არა მარტო ფინანსურ სექტორზე, არა მარტო დეველოპერებზე და მშენებლებზე, არამედ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ შემოსავალი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ იუმჯობესებენ ცხოვრების პირობებს და ვერ ყიდულობენ სახლებს.”

საბანკო რეგულაციების ამოქმედების შედეგად, რომლითაც მომხმარებლებს სესხის აღება გაურთულდათ, 2019 წლის პირველ კვარტალში იქამდე მზარდ სამშენებლო სექტორში კლებას ჰქონდა ადგილი.

ივნისში კახა კალაძემ აღიარა, რომ საბანკო რეგულაციები ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას და კონკრეტულად, სამშენებლო სექტორს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე კი გუშინ აცხადებდა, რომ საბანკო რეგულაციებს სამშენებლო სექტორი არ დაუზიანებია, არამედ პირიქით, გააჯანსაღა.

region
ავტ.: region სექტემბერი 5, 2019 17:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,912
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics