წერეთელი -ძალიან მძიმეა იმის განცდა, რასაც ჩვენ ვხედავთ, თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში როგორ ცდილობენ ამ პროცესისა და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას

ხელისუფლებისგან გონივრულს ალბათ ვერაფერს მივიღებთ, უნდა ესმოდეთ, ამ გადაწყვეტილებებითა და ოპერირებით რამხელა დარტყმას აყენებენ არა რომელიმე პოლიტიკოსს და პარტიას, არამედ ქვეყანას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მძიმეა იმის განცდა, რასაც თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ვხედავთ, „როგორ ცდილობენ ამ პროცესისა და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას“.

„ხელისუფლებისგან ვერაფერ გონივრულს ალბათ ვერ მივიღებთ. ძალიან მძიმეა იმის განცდა, რასაც ჩვენ ვხედავთ, თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში როგორ ცდილობენ ამ პროცესისა და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, პროგნოზს ვერავინ გააკეთებს, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რამხელა დარტყმას აყენებენ არა რომელიმე პოლიტიკოსს, არა რომელიმე პარტიას, არამედ ქვეყანას მთელი ამ გადაწყვეტილებებით, რომელიც აქვთ და მთელი ოპერირებით, რომელიც შესთავაზეს საზოგადოებას.

როგორც ექიმი გიპასუხებთ, რომ ეს შეესაბამება იმ პროტოკოლებს, რომელიც არსებობს შიმშილობასთან დაკავშირებით. შიმშილობა არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ ვიღაცამ თავი უნდა მოიკლას, ეს არ არის სწორი გაგება. შიმშილობა ნიშნავს, რომ ადამიანი ამ პროტესტით ყურადღებას იქცევს და ცდილობს, თავისი სატკივარი რაღაცნაირად გადაწყვიტოს, ეს არის, უმეტეს შემთხვევაში, შიმშილობის ფორმები. შიმშილობა არის პროტესტი. როგორც პოლიტიკოსი გიპასუხებთ იმას, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, ყველა წითელ ხაზს სცდება და არის იმ სიძულვილის კამპანიის ნაწილი, იმ დაპირისპირების, იმ ოპონენტების გაშავების, რასაც მუდმივად ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხარჩილავა: არ ვიქნები ერთპარტიული მერი
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: სამწუხაროდ გვექნება ლეტალობის ზრდა