წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში “ტარასობა”აღინიშნა

დღეს,10 მარტს,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში, აკადემიკოს ტარას კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად,”ტარასობა”აღინიშნა.  ამ დღესთან დაკავშირებით სახლმუზეუმის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები დაირგო.

ტარასი კვარაცხელია 1889 წელს დაიბადა სოფელ ნაკიფუში. პროფესიით აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.მუზეუმში წარმოდგენილია 95 ექსპონატი

დაამთავრა უმანის მიწათმოქმედებისა და მებაღეობის სასწავლებელი 1911 წელს. იმავე წელს შედის სანქტ-პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო უმაღლეს კურსებზე. 1914-1916 წლებში ხელმძღვანელობს სოხუმის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ილორის საცდელ-საჩვენებელ სადგურს. 1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი. 1925 წელს ნიშნავენ აფხაზეთის მიწსახკომის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ. სოხუმის საცდელ სადგურში მუშაობის დროს აქვეყნებს დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის შრომებს. 1930 წლიდან გადაიყვანეს ოზურგეთში ჩაის მეურნეობის საკავშირო სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის შესაქმნელად დაბა ანასეულში. 1932 წელს იგი მიავლინეს შორეულ აღმოსავლეთში. 1936 წელს ისევ სოხუმში გადაჰყავთ, ხოლო 1937 წლიდან იგი დანიშნეს სუბტროპიკული მეხილეობის კათედრის გამგედ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე.

იკვლევდა სუბტროპიკული კულტურების დიფერენცირებული აგროტექნიკის, ნიადაგის ეროზიის და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. შეისწავლა და გამოავლინა სუბტროპიკული კულტურების ახალი რაიონები; დაადგინა, რომ კონტინენტური სრულასაკოვანი ხეხილის ფესვთა სისტემა იკავებს რიგთშორისების მთელ ფართობს, სიღრმეში კი აქტიური ფესვების უმეტესი ნაწილი საშუალოდ 30 სმ-ზე ღრმად არ ვრცელდება. ამ გამოკვლევების საფუძველზე დამუშავდა ბაღის გაშენებისა და მოვლის აგროტექნიკა. 1912 წელს კვარაცხელია გვთავაზობს ატმის გამრავლების ახალ ხერხს — კურკით, საყოველთაოდ მიღებული კალმით მყნობის მაგივრად. აქვე იძლევა ატმის თესლით გამრავლების აგროტექნიკას და სამეგრელოში გავრცელებული ატმის საწარმოო ჯიშების აღწერას. აქვს რამდენიმე სახელმძღვანელო. სულ გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი შრომა. მისი თანაავტორობით არის გამოცემული შრომა „მეჩაიეობა“ (1950), რომელიც თარგმნილია რუსულ და ჩინურ ენებზე.

მეცნიერული კვლევის გარდა იგი 25 წლის მანძილზე ნაყოფიერ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მუშაობას ეწეოდა. მონაწილეობდა დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის შედგენაში და სხვა ცნობარული ხასიათის გამოცემებში

 

მუზეუმში წარმოდგენილია 95 ექსპონატი. აქ დაცული მასალა მოიცავს ქართველი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ტარას კვარაცხელიას მემორიალურ ნივთებს, მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალასა და სამეცნიერო ნაშრომებს.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – „გირჩი“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება
შემდეგი სტატიადიმიტრი სამხარაძე საზოგადოებას გინებისკენ მოუწოდებს