წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გრძელდება.

აქციის ფარგლებში დღეს 3 მაისს, გუგე ცანავას სახელობის ცენტრალური ბაღის ტერიტორიაზე ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, წარმოშობით წალენჯიხელი ნიკოლოზ კვარაცხელიას სახელზე ზეთისხილის ხე დაირგო.

ხის დარგვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა,საკრებულოს წევრებმა ,მერის წარმომადგენლებმა. ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკურმა ჯგუფმა.
გიორგი ხარჩილავას თქმით:ეს აქცია, რომლის სახელწოდებაც არის “ჩემი ოჯახი, ჩემი წინაპარი” , მიზნად ისახავს ჯანსაღი გარემოს შექმნას.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა თვითდაზიანების სტრატეგიას თავი უნდა დაანებოს, ის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის, მათ შორის თანაგუნდელებისგან – ვოლსკი
შემდეგი სტატიაუკრაინა გაიმარჯვებს! უკრაინა იქნება თავისუფალი! -ჯონსონმა უკრაინის უმაღლეს რადას მიმართა