წალენჯიხის გამგებელი მოადგილეების გარეშე დარჩა

წალენჯიხის გამგებლის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს. “თაიმერის” ინფორმაციით გიორგი ლუკავამ და თენგიზ ფიფიამ წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე დაწერეს. მოადგილეების გადადგომის შესახებ ინფორმაცია ,,თაიმერს“ წალენჯიხის გამგებელმაც დაუდასტურა. ბესიკ ფარცვანია დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. მისი თქმით ორივე მოადგილემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

შეგახსენებთ: რომ  რამდენიმე დღის წინ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა ავარიაში მოჰყვა, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, თავად გამგებლის მოადგილე კი ამ დრომდე ჰოსპიტალიზებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიფეთჰულაჰ გიულენი ამერიკულ გაზეთ The Washington Post-ში სტატიას აქვეყნებს
შემდეგი სტატიათუ შენს თავს მაცხოვრის მიმდევრად მიიჩნევ იცოდე, რომ შენდობის უნარიც უნდა გქონდეს