,,ტრამპი და პუტინი ერთმანეთს რომ შეხვდნენ, საქართველოზე არ უსაუბრიათ, საქართველო ასეთ დონეზე გამქრალია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა ასეთი”

region
: region ივლისი 4, 2019 17:40

,,ტრამპი და პუტინი ერთმანეთს რომ შეხვდნენ, საქართველოზე არ უსაუბრიათ, საქართველო ასეთ დონეზე გამქრალია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა ასეთი”

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს რომ შეხვდნენ, საქართველოზე არ უსაუბრიათ, საქართველო ასეთ დონეზე გამქრალია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა ასეთი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ​ გიორგი კანდელაკმა გრიგორი კარასინის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„იცით, კარასინი საკუთარ თავს ასეთი საუბრის უფლებას რატომ აძლევს? – პრეზიდენტი ტრამპი და პუტინი ერთმანეთს რომ შეხვდნენ, საქართველოზე არ უსაუბრიათ. პომპეო რომ ჩავიდა სოჭში, არც იქ უსაუბრიათ. მერკელი რომ შეხვდა პუტინს, არც იქ. არც მაკრონი რომ შეხვდა პუტინს. საქართველო ასეთ დონეზე გამქრალია. რატომ – „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა ასეთი. სანამ გადაწყვეტილების მიღების დონეზე არ დაბრუნდება, მანამდე კარასინი საკუთარ თავს ასეთი საუბრის უფლებას მისცემს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატს ალტერნატივა არ გააჩნია. „სხვა არანაირი ალტერნატივა არ გაგვაჩნია. ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელშიც საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს. სხვა ფორმატები არ არსებობს. ან ჟენევაში ვიკრიბებით, ან ვზრდით შეიარაღებას და ვომობთ. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსია საუკეთესო საშუალებაა, რომ სამხრეთ კავკასიაში დაგროვილი ნევროზულობისა და ნეგატივისგან გათავისუფლდე“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტისთან“.

region
: region ივლისი 4, 2019 17:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,600
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics