რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს რეზოლუცია დღის წესრიგიდან არ ამოიღო

region
ავტ.: region ივლისი 4, 2019 17:33

რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს რეზოლუცია დღის წესრიგიდან არ ამოიღო

რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს რეზოლუცია დღის წესრიგიდან არ ამოიღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სოფო ქაცარავა წერს, ეუთო-ს ამ გადაწყვეტილების შემდეგ საკომიტეტო და პლენარულ სესიაზე გაგრძელდება რეზოლუციის განხილვა.

„პირველი დღე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: მუდმივმოქმედ კომიტეტზე (ასამბლეის მონაწილე 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ესწრება), ჩვენ მიერ დარეგისტრიტებულმა რეზოლუციამ: „უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში“ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, მიუხედავად რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობისა. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში საკომიტეტო და პლენარულ სესიებზე გავაგრძელებთ ჩვენი რეზოლუციის განხილვას, რომ ასამბლეის დასრულებისას მოვიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა“, – წერს ქაცარავა.

ამასთან, სოფო ქაცარავა აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მარკ პრიჩარდის განცხადებას.

„მარკ პრიჩარდის პასუხი რუსეთის ფედერაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგიდან ჩვენს მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის ამოღების შესახებ “უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში“.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომ საქართველოს ტერიტორიებია ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს“, – დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში.

region
ავტ.: region ივლისი 4, 2019 17:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,479
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics