“ტრაგედიის ფონზე, გარკვეული დაჯგუფებები ცდილობენ, დისკრედიტაცია მიაყენონ მერიას და პირადად მე” – კახი კალაძე

დედაქალაქის მერმა დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. კახა კალაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულების დასახმარებლად, როგორც კი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება.

მერმა განაცხადა, რომ კონკრეტული ჯგუფები თბილისის მერიის და კონკრეტულად მის დისკრედიტაციას ცდილობენ.

„გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. აქვთ მცდელობა დისკრედიტაცია მიაყენონ მერიას და პირადად მე. პირადად მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, მერიას, მერიის სამსახურს, ამ ადამიანებს არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. რუსთავი 2 -ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ტრაგედია შენობის ექსპლუატაციის მიღებას დაუკავშირეს,”- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს სოლიდარობისა და დახმარების მზადყოფნის გამოთქმის გამო მადლობა გადაუხადა. მან ასევე სასტუმროებსაც მიმართა და მოსახლეობის განთავსებისთვის მადლობა გადაუხადა. კალაძემ გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ყველაფერი აღდგება, ანაზღაურდება, სამწუხაროდ, გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს უკან ვერ დავიბრუნებთ,“- აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ომის ვეტერანი გაკოჭეს, სცემეს და დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაძლიერი თოვა, ლიპყინული და ზვავსაშიშროება – რა შეზღუდვები მოქმედებს საავტომობილო გზებზე