თბილისში, ომის ვეტერანი გაკოჭეს, სცემეს და დააყაჩაღეს

თბილისში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გაკოჭეს, სცემეს და დააყაჩაღეს. შემთხვევა გორგასლის ქუჩაზე, სერგო მირზოიანის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

ბინიდან წაღებულია რამდენიმე თვის მოგროვილი პენსია და საოჯახო ნივთები. ამ დროს სახლში მხოლოდ 90 წლამდე ასაკის მოხუცი იმყოფებოდა.

მეზობლების ინფორმაციით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ, მათ ბინაში შესასვლელად კარი შეამტვრიეს და მირზოიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლითაა დაწყებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიგერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
შემდეგი სტატია“ტრაგედიის ფონზე, გარკვეული დაჯგუფებები ცდილობენ, დისკრედიტაცია მიაყენონ მერიას და პირადად მე” – კახი კალაძე