ტყვარჩელის მიგდებული სოფლები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 21, 2015 01:11

ტყვარჩელის მიგდებული სოფლები

ტყვარჩელის მიგდებული სოფლებიტყვარჩელის რაიონის სოფლებში ჯანტუხა, აკარმარა და პოლიანა, სულ რამდენიმე მოსახლე დარჩა.

მაღალსართულიან სახლებში, რომელიც თანდათან ინგრევა, ხალხი გადარჩენისთვის იბრძვის.
«ომამდე აქ ბევრი მოსახლე იყო, სულ სხვადასხვა ეროვნების. ისინი შახტებში მუშაობდნენ. გვქონდა კინოთეატრი, კორპუსების პირველ სართულებზე წიგნების მაღაზიები იყო, სკოლები და საბავშვო ბაღები მუშაობდა. ახლა ყველაფერი დაცარიელდა, სახლები დალპა, ჩამოიშალა, რაც დარჩა იმას აგურ-აგურ შლიან. სახელმწიფომ ჩვენს შესახებ საერთოდ დაივიწყა» – ამბობს ჯანტუხას მცხოვრები.
იგივე სურათია უახლოეს აკარმარასა და პოლიანაში. »ახალგაზრდებმა სამსახურის გამო დატოვეს ადგილები» – ამბობს სოფლის მკვიდრი ჟანა კვეკვესკირი.
სოფლებს კვირაში ორჯერ ავტობუსი ემსახურება, რომელსაც ტყვარჩელამდე მიყავს მოსახლეობა, რომ ადმინისტრაციულ ცენტრში ექიმის ან სხვა მომსახურებით ისარგებლონ.

ტყვარჩელის მიგდებული სოფლებიtyavrcheli11

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 21, 2015 01:11