კარასინი-აბაშიძე აფხაზეთის რკინიგზის საკითხს განიხილავენ

აფხაზეთის რკინიგზის საკითხს განიხილავენ

აფხაზეთის რკინიგზის საკითხს განიხილავენრუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი გრიგორი კარასინი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან ივლისის თვეში დაგეგმილ შეხვედრაზე, აფხაზეთის გავლით რკინიგზის საკითხს განიხილავს, იუწყება ,,რია ნოვოსტი,,
,,ჩვენ გადავწყვიტეთ გადავიტანოთ შეხვედრა ივლისში. უფრო ზუსტად ივლისის შუა რიცხვებში და ჩვენს საუბრებში მონაწილეთა შორის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებიც ჩავრთოთ. ამჯერად ჩვენი მხრიდან დიდი ალბათობით ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან, იმისგამო, რომ ბევრი სატრანსპორტო საკითხები დაგროვდა, რაც საჰაერო და მიწისზედა კავშირებს შეეხება,, განაცხადა კარასინმა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის საკითხიც განიხილონ.
,,ჩვენ არ გავქვს აკრძალული თემები, რაც ორმხრივ ურთიერთობებს შეეხება და ალბათ ამ საკითხსაც განვიხილავთ. თუმცა რკინიგზის საკითხში ჩართულია მესამე მხარეც, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებიანები. ყველა საკითხს, რაც აფხაზეტს და სამხრეთ ოსეთს შეეხება, ჩვენ ივლისის დასაწყისში ჟენევაშიც განვიხილავთ,, აცხადებს კარასინი, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში ეკონომიკური განვითარების მინისტრიც იქნება წარმოდგენილი.

banner
წინა სტატიაშიშუმბას ოჯახის წევრები სტიქიას უვნებლად გადაურჩნენ
შემდეგი სტატიატყვარჩელის მიგდებული სოფლები