ტიკარაძე: შეიძლება, 9 მაისისთვის 2 000 დადასტურებული შემთხვევა გვქონდეს, ცუდ შემთხვევაში კი 4 000-ზე მეტი

განვიხილავთ ორ ცუდ მაგალითს, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება, 9 მაისისთვის 2 000 დადასტურებული შემთხვევა გვქონდეს, ცუდ შემთხვევაში კი 4 000-ზე მეტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„დღესდღეობით, შემთხვევათა ზრდის ორ მაგალითს განვიხილავთ. პირველ მაგალითზე ვდგავართ და კარგ შემთხვევაში ეს დინამიკა გაგრძელდება, მაგრამ განვიხილავთ ორ ცუდ მაგალითს, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება, 9 მაისისთვის 2 000 დადასტურებული შემთხვევა გვქონდეს, ცუდ შემთხვევაში კი 4 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა. ეს არის ის ცუდი გამოსავლები, რომელიც არის მოსალოდნელი, თუ ყველა წესს თანმიმდევრულად და მაღალი ხარისხით არ დავიცავთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს არის ერთკომპონენტიანი გათვლა. „მე დავასახელე მხოლოდ ერთი რიცხვი. ესაა 9 მაისი და ამას ჩვენ ერთკომპონენტიან გათვლას ვეძახით, რაც რა თქმა უნდა, დინამიკაში და დროის მონაცემებში შეიძლება, სხვადასხვა იყოს. ანუ, შეიძლება, იყოს 2 000-დან 3 000-მდე და იყოს 4 000-დან 5 000-მდე. აქედან გამომდინარე, ამ რიცხვს ასე თავისუფლად ნუ შევხედავთ, რომ ეს მხოლოდ 2 000-ია სამ მილიონ მოსახლეზე. ეს არის ერთკომპონენტიანი გათვლა და არა გათვლა დინამიკაში, რომელიც ბევრად უფრო დრამატულადაც შეიძლება, გამოიყურებოდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე: თუ გინდათ, რომ ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე – დავრჩეთ სახლში, თორემ ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა?